კლასიკური იტალიური ბისკვიტი კარაქის და ზეთის გარეშე. ფუვდება მხოლოდ ერთი ინგრედიენტით

1934

ეს კლასიკური იტალიური ბისკვიტი არ შეიცავს არც კარაქს და არც ზეთს, ფუვდება მხოლოდ ათქვეფილი ცილის წყალობით. ლიმონის ცედრა შეგიძლიათ ვანილის ექსტრაქტით ან სხვა არომატით შეცვალოთ.

ინგრედიენტები: 

  • 1 ფინჯანი ნამცხვრის ფქვილი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 6 დიდი კვერცხი, განცალკევებული
  • 1 ¼  სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა

ულუფა 8-10

მომზადება: 20 წუთი

ცხობა: 35-45 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
  2. 25 სმ დიამეტრის მრგვალ, გვერდებმოსახსნელ ყალიბს წაუსვით კარაქი.
  3. ფქვილი და მარილი საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ.
  4. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გულები, შაქარი და ლიმონის ცედრა, სანამ მკრთალი ფერის და კრემის კონსისტენციის  მასას არ მიიღებთ.
  5. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა.
  6. მშრალი ინგრედიენტები სამზარეულოს ნიჩბით შეურიეთ კვერცხის გულის ნაზავს. დაუმატეთ ბეზეც.
  7. ცომი ყალიბში გადაიტანეთ.
  8. აცხვეთ 35-45 წუთი, სანამ ცომი ყალიბის კედლებს არ მოსცილდება.
  9. გააგრილეთ ყალიბში 5 წუთი. ყალიბს გვერდები მოხსენით, ბისკვიტი ლანგარზე გადაიტანეთ და მოაშორეთ ქაღალდი.

შესანიშნავი და უმარტივესი ბისკვიტი მზადაა. გაუზიარეთ რეცეპტი  მეგობრებს.