შტრუდელი არის თხელი ცომისა და გულსართისგან მომზადებული დესერტი, რომელიც დღესდღეობით ასოცირდება ავსტრიასთან, მაგრამ ეს ნამცხვარი პოპულარული გახდა მე-18 საუკუნეში, როცა ავსტრია იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი. კლასიკური შტრუდელის გულსართად გამოიყენება ვაშლი და სანელებლები, მაგრამ არსებობს მისი უამრავი ვარიაცია. შტრუდელის ცომის მომზადება საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს, თუ დროის დეფიციტი გაქვთ, შეცვალეთ ის ფილოს (Phyllo) ცომით.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 250 გ ფქვილი
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 1 დიდი კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- 5 სუფრის კოვზი თბილი წყალი
გულსართი:
- 60 გ კარაქი, გამდნარი
- 1 ფინჯანი (150 გ) საფანელი
- 5 დიდი მჟავე ვაშლი, გათლილი, გულამოცლილი და თხლად დაჭრილი
- 1 ფინჯანი (100 გ) დაფქული ნუში
- 60 გ წვრილად დაკეპილი თხილი
- 1 ფინჯანი ოქროსფერი ქიშმიში
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
- 100 გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 2 სუფრის კოვზი რომი
მინანქარი:
- 3 სუფრის კოვზი ნაღები
- 2 ჩაის კოვზი შაქარი
- შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 6-8
მომზადება: 25 წუთი + 30 წუთი გასაჩერებლად
ცხობა: 40-45 წუთი
დონე: 3
მომზადების წესი:
- ცომი: მოამზადეთ ცომი ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან და ნაბიჯ-ნაბიჯ მოყევით ინსტრუქციას.
- გულსართი:დიდ ჯამში შეურიეთ ვაშლი, ნუში, თხილი, ოქროსფერი ქიშმიში, ლიმონის ცედრა, დარიჩინი და რომი. გადადეთ.
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
- საცხობ ფურცელს წაუსვით კარაქი.
- ჯამში შეურიეთ ფქვილი და მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, 1 სუფრის კოვზი ზეთი და თბილი წყალი. ჩაასხით ფქვილიან მასაში და მოზილეთ ცომი. იქამდე, სანამ ჯამის გვერდებს არ მოშორდება. გაააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და დაახლოებით 15 წუთი ზილეთ. დაამრგვალეთ, ტილო გადააფარეთ და 30 წუთი დაასვენეთ.
- ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ. მოაპკურეთ მორჩენილი ზეთი, ხელები ამოავლეთ ფქვილში და ცომის ფენა ხელის მტევნის ზურგით ცენტრიდან ყველა მიმართულებით ფაქიზად გაწელეთ. ცომი მზადაა, თუ მისი ზომებია 70×45 სმ.
- ცომი სამზარეულოს სუფთა ტილოზე გადაიტანეთ. წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ საფანელი.
- დადეთ გულსართი ცომის ერთ ბოლოში, 4 სმ თავისუფალი ადგილი დატოვეთ. სამზარეულოს ტილოს დახმარებით ფრთხილად გადაახვიეთ შტრუდელი. ზედა კიდე და გვერდები თითებით შეაწებეთ.
- შტრუდელი საცხობ ფურცელზე მოათავსეთ. თუ შტრუდელი დიდია, მაშინ ნალისებურად მოკეცეთ. ცომს გადაუსვით გამდნარი კარაქი და მოათავსეთ ღუმელში.
- მინანქარი: ნაღები და შაქარი პატარა ჯამში შეურიეთ. მინანქარი ცხობის დროს ორჯერ ან სამჯერ გადაუსვით ფუნჯით შტრუდელს.
- აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ ხრაშუნა და ოქროსფერი არ გახდება.
- გამომცხვარი შტრუდელი 10 წუთი დატოვეთ საცხობ ფურცელზე, შემდეგ კი სამზარეულოს განიერი ნიჩბით გადაიტანეთ თეფშზე.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე თბილი მიიტანეთ.