კექსები, რომელთაც არ სჭირდებათ გამოცხობა

1845

ახლად მომზადებულ კექსებს აქვთ თავისებური ცომი და არომატი, მზადდება ძალიან მალე და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით, ის ძალიან პოპულერული და ყველასათვის საყვერელი დესერტია. რეცეპტი მრავალგვარია, მაგრამ საოცარი კექსების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ქვაბი და ჭიქა.ჭიქებს წაუსვით

ჩინურ და ასევე მრავალ სხვა კულტურებში ხშირად გვხვდება ორთქლზე მომზადებული ფუნთუშები, მაგრამ ამშემთხვევაში ტექნოლოგია განსხვავდება. ახლად მომზადებული კაკაოს კექსები, რაღაცით გავს ბრაუნებს: ფოროვანი, შოკოლადის, ოდნავ ნამიანი და რაც მთავარია უგემრიელესი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 200გ
  • მზესუმზირის ზეთი 130მლ
  • კეფირი 100მლ
  • ვანილი 2გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • კაკაო 20გ

მომზადება

1.კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გათეთრდება. დაუმატეთ კეფირი, მზესუმზირის ზეთი და ვანილი.

2.გაცერით კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ თხელ მასას და მოზილეთ თხევადი, მაგრამ მკვრივი ცომი.

3.ჭიქებს წაუსვით ზეთი და 2/3 გაავსეთ ცომით (ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ 200მლ 5 ჭიქა). მოათავსეთ ისინი 5ლ ქვაბში, ჩააფინეთ ნაჭერი და წყლის დონე გაუთანაბრეთ ცომს.

4.ქვაბს დააფარეთ პირსახოცი და შემდეგ თავსაფარი, ადუღების შემდეგ კესები მოამზადეთ 25-30 წუთი.

კექსისი გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ მოასხათ მდნარი შოკოლადი ან მოაყაროთ დაფხვნილი. ასევე შეგიძლიათ გაამრავალფერონოთ გემო და დაუმატოთ: ქიშმიში, თხილი, ნიგოზი, გამხმარი გარგარი და ცუკატები. ამ კექსის ცომი მართლაც, რომ საოცრებაა ის მზადებისას ძალიან ფუვდება და მარტივად ინარჩუნებს ფორმას, ამიტომაც აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ ამ კექსების კლასიკური ვარიანტი.