უზბეკური სამსა ორიგინალში ფენოვანი ცომისგან მზადდება სპეციალურ ღუმელში. ჩვენ ცოტათი შევცვალეთ რეცეპტი და ცომში კეფირი დავუმატეთ. ასეთი ღვეზელით საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც ასიამოვნებთ.
კეფირის ცომი რბილი და ფაფუკი გამოდის. შინ მომზადებული სამსა არავის დატოვებს გულგრილს. სცადეთ ერთხელ და ამაში თავად დარწმუნდებით!
ინგრედიენტები
- 250 მლ კეფირი
- 2 ც კვერცხი
- 1,5 ჩ.კ. მარილი
- 0,5 ჩ.კ. სოდა
- 300 გრ ქათმის ფარში
- 3 ს.კ. ზეთი
- 0,5 ჩ.კ. ლიმონის მჟავა
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2 ც კარტოფილი
- 3 ც ხახვი
- 0,5 ჩ.კ. ქათმის სანელებლები
- 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
მომზადება
1. ღრმა თასში ათქვიფეთ 2 კვერცხი, კეფირი და მარილი.
2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, ლიმონის მჟავა, ზეთი. მოზილეთ რბილი ცომი.
3. დადგით ცომი ერთი საათით.
4. შიგთავსისთვის დააბლენდერეთ კარტოფილი და ხახვი, დაამატეთ ფარში, მარილი, ქათმის სუნელები, პილპილი.
5. ცომი დაჭერით კვერცხის ზომის ნაწილებად და დააგუნდავეთ სათითაოდ. დათოვეთ ასე 10 წუთი.
6. გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და შექმენით სამკუთხედის ფორმის ნაწარმი.
7. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაალაგეთ ნაწარმი, წაუსვით კვერცხის ცილა. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
როგორც ხედავთ, ცომი საფუარის გარეშეც მშვენივრად ამოდის. სურვილისამებრ, სამსაში შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი მწვანილი, ბოსტნეული ან ყველი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!