კენკრის ტირამისუ – საუცხოო დესერტი

1122

ტირამისუ – იტალიური დესერტია, რომელიც თითქმის მთელს ქვეყანაში სარგებლობს დიდი პოპულარულობით. კენკრის ტირამისუ დაგიგემოვნებიათ? თუ არა, მაშინ დროა ეს საოცრება აუცილებლად მოამზადოთ და დატკბეთ მისი საუცხოო გემოთი.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ ნაღები
  • 1 ფინჯანი (250 გ) მასკარპონე
  • 2 ფინჯანი (300 გ) კენკრა, ჩანგლით დასრესილი
  • 1/2 ფინჯანი (125 მლ) სადესერტო ღვინო
  • 16 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი” (ქალის თითები)

მომზადების წესი:

  1. პატარა თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები.
  2. დაუმატეთ მასკარპონეს და ურიეთ შეზავებამდე. შეურიეთ კენკრაც.
  3. ნამცხვრები სანახევროდ ჩააწეთ სადესერტო ღვინოში დასარბილებად, შემდეგ 4 განიერ ჭიქაში ჩადეთ. მოასხით კენკრიანი ნაღების ნახევარი. ეს პროცედურა კიდევ გაიმეორეთ. მოაყარეთ დარიჩინი.
  4. თავზე დააფარეთ და მაცივარში შედგით 4 საათის ან მთელი ღამის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!