აღმოსავლური დესერტები ჩვენს გულებს იპყრობენ თავიანთი სიმარტივითა და შესანიშნავი გემოთი, მათ წინაშე ვერაფერს გახდებით. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ტკბილი კატლამა, მისი გასინჯვისთანავე მიხვდებით, რომ ეს დელიკატესი ძალიან შორიდან მოვიდა. ხრაშუნა ქერქი, ტკბილი ყაყაჩოს შიგთავსი და არაფერი ზედმეტი.
ჩვენი რედაქცია დღეს სწორედ ამ გემრიელობის რეცეპტს გაგიზიარებთ.
რულეტი ყაყაჩოს თესლის შიგთავსით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 50 გრ კარაქი
- 0,5 ს.კ. შაქარი
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 1 ც კვერცხი
- 100 მლ რძე
- 350 გრ ფქვილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 250 გრ ყაყაჩოს თესლი
- 150 გრ შაქარი
- 130 გრ კარაქი
მომზადების წესი
1. პირველ რიგში უმჯობესია მოამზადოთ შიგთავსი. სუფთა მშრალ საცხობ ლანგარზე დაყარეთ ყაყაჩოს თესლი. შეწვით რამდენიმე წუთით, სანამ არ იგრძნობთ დამახასიათებელ სასიამოვნო სუნს.
2. მოათავსეთ შემწვარი ყაყაჩოს თესლი ღრმა თასში და დაელოდეთ, სანამ გაცივდება, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.
3. ცალკე ჭურჭელში გაადნეთ კარაქი. გვერდით გადადეთ 130 გრ კარაქი შიგთავსის მოსამზადებლად, დანარჩენს კი მარილი, შაქარი და რძე.
4. ნაზავს დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ, ცოტათი შეანჯღრიეთ.
5. ნაზავს თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მუდმივად მოურიეთ.
6. მოზილეთ ცომი. იმისათვის, რომ ცომი უფრო რბილი და ელასტიური იყოს, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში მოზილეთ იგი.
7. შემდეგ გაიყვანეთ ცომი 3 მმ სისქის ფენად.
8. ცომის თხელ ფენას წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი.
9. ცომის ორივე კუთხე გადაკეცეთ ცენტრამდე და ხელით დააწებეთ.
10. გაიმეორეთ ნაბიჯი N8, შემდეგ გადაკეცეთ მზა კატლამა შუაზე.
11. კვლავ წაუსვით გამდნარი კარაქი ცომს, მოაყარეთ ყაყაჩოს თესლი და ისევ შუაზე გადაკეცეთ, მაგრამ ამ ჯერად შეაწებეთ კუთხეები, რათა ცხობის დროს ცომიდან არ გადმოიღვაროს გამდნარი კარაქი.
12. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი და მოათავსეთ მასზე რულეტი.
13. გამოაცხვეთ კატლამა 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში, იმისათვის, რომ ყაყაჩოს თესლის შიგთავსი არ გადმოიღვაროს, დაელოდეთ, სანამ რულეტი ბოლომდე გაცივდება და შემდეგ დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!