კარტოფილის ფუნთუშები ფრიტურზე

661

მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, პრაქტიკულად შევწყვიტე ფრიტურში საკვების მომზადება. მართალია ცხიმში შემწვარი საკვები ძალიან გემრიელია, მაგრამ არცთუ ისე სასარგებლოა. ვცდილობ ბავშვბს არ ვაჭამო. მაგრამ როცა ბავშვები ბებიასთან ერიან, დროს ვიხელთებ და ვამზადებ. მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით მივირთმევთ.

ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 1 ჭიქა
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • საფუარი 5გ
  • კამა
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • რძიანი სოსისი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 300მლ

მომზადება

1.გაასუფთავეთ და გახეხეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ.

2.დაუმატეთ ჭიქა რძე. ათქვიფეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი, საფუარი და სანელებლები. დაუმატეთ ფქვილის მთელი მასის ნახევარი.

3.დაუმატეთ კვერცხი და წვრილად გახეხილი სოსისი. მოურიეთ თხელ კარტოფილის ცომს. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 1 საათი.

4.ამ დროის შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი. ისევ მოურიეთ. ცომი გადაასხით საკონდიტრო ტომარაში.

5.გააცხელეთ ზეთი. შეწვით კარტოფილის ფუნთუშები.

გემრიელად მიირთვით!