სამარხვო ინგრედიენტებისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ოლადები და ბლინები.
მე მოვამზადე საფუარიანი ცომი და გავხეხე კარტოფილი. შევურიე ერთმანეთს და გამოვაცხე კარტოფილის ოლადები. 20 წუთი ყველაფერი მზად მქონდა.
ინგრედიენტები
- რძე 200მლ
- საფუარი 20გ
- კარტოფილი 250გ
- ხორბლის ფქვილი 250გ
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- მარილი 2 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
მომზაება
1.ცოცხალი საფუარი გახსენით თბილ რძეში შაქართან ერთად.
2.გაასუფთავეთ კარტოფილი და გახეხეთ. დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და საფუარი. მოზილეთ ცომი, დაასვენეთ 1 საათი.
3.ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ოლადები.
გემრიელად მიირთვით!