კარამელიზირებული ხახვის და ყველის ფენები

964

ფენები ყველით და კარამელიზირებული ხახვით მე პირველად დავაგემოვნე რესტორანში. ძალიან მომეწონა და მისი სახლში მომზადება დავიწყე!

ინგრედიენტები

  • ხახვი 3 ცალი
  • ყავისფერი შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • წითელი ღვინო 25მლ
  • ფენოვანი უსაფუარო ცომი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • თხის ყველი 250გ
  • ძირა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, შაქარი და მოურიეთ.
  2. ჩაასხით წითელი ღვინო, მოაყარეთ ძირა და მოურიეთ.
  3. გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ ცომის რგოლები. თითოეულზე მოათავსეთ შიგთავსი და თხის ყველი.
  4. ცომის კიდეებს წაუსვით კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!