ფენები ყველით და კარამელიზირებული ხახვით მე პირველად დავაგემოვნე რესტორანში. ძალიან მომეწონა და მისი სახლში მომზადება დავიწყე!
ინგრედიენტები
- ხახვი 3 ცალი
- ყავისფერი შაქარი 3 სუფრის კოვზი
- წითელი ღვინო 25მლ
- ფენოვანი უსაფუარო ცომი 1 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- თხის ყველი 250გ
- ძირა გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, შაქარი და მოურიეთ.
- ჩაასხით წითელი ღვინო, მოაყარეთ ძირა და მოურიეთ.
- გამოსაცხობ ფორმაზე მოათავსეთ ცომის რგოლები. თითოეულზე მოათავსეთ შიგთავსი და თხის ყველი.
- ცომის კიდეებს წაუსვით კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!