სადღესასწაულოდ მორთულს სახლში მეტი კომფორტი და სითბოა. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, გამომშრალი ხილი, დარიჩინი – ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალურია.
დღეს ჩვენ საკუთარი ხელებით შევმნით უგემრიელს და ულამაზეს ორცხობილებს!
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 270გ
- შაქრის ფხვნილი 70გ
- კვრცხი 1 ცალი
- მარილი გემოვნებით
- კარაქი 150გ
- კანფეტები 30 ცალი
მომზადება
- ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა, მარილი, დარბილებული კარაქი და 1 კვერცხი, მოზლეთ რბილი ცომი.
- ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში. გააბრტყელეთ, ამოჭერით ფიგურები.
- თითოეულზე კიდევ ამოჭერით სასურველი ფორმა. და 1 ხვრელი ძაფის გასაყრელად.
- თთოეულის ცენტრში მოათავსეთ ნაფეტი და გამოაცეხთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
- კარამელი გალღვება და ამოავსებს ცენტრს.
გემრიელად მიირთვით!