იტალიური შაქრიანი ორცხობილა “ტორჩეტი”

1809
Torcetti with sugar in a circular box, over a wooden table

იტალიური ორცხობილა მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ საოცარი დესერტის მომზადება სახლის პირობებშიც უმარტივესია.

მაგალითად, ჰაეროვენი და ხრაშუნა ორცხობილა “ტორჩეტი”.

შაქრიანი ორცხობილა თავისი არსებობის ისტორიას XVIII საუკუნიდან იწყებს, მაგრამ იტალიელები დღემდე სიამოვნებით მიირთ,ევენ საუზმეზე ცხელ და არომატულ კაფუჩინოსთან ერთად.

იტალიური ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 500გ ფქვილი
  • 280მლ თბილი წყალი
  • 15-20გ საფუარი
  • 2-3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 200გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი ზემოდან მოსაყრელად

მომზადება

1.5 კოვზ თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი და შაქარი.

2.გაცერით ფქვილი, ცენტრში ჩააღრმავეთ და ჩაასხით გახსნილი საფუარი.

3.დაუმატეთ დარჩენილი წყალი და მოზილეთ რბილი ცომი.

4.ცომს მიეცით ბურთის ფორმა, შეახვიეთ და 1 საათი დატოვეთ ამოსაფუებლად.

5.შემდეგ მოათავსეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე და მოზილეთ 10 წუთის განმავლობაში დარბილებულ კარაქტან ერთად. ცომი მოათავსეთ ჯამში და დატოვეთ დამატებით 1 საათი.

6.ცომისაგან შექმენით წელვადი თითის მსგავსი ჩხირები. დაყავით 10სმ ნაჭრებად.

7.შეაერთეთ ცომის ბოლოები, მიეცით კრენდილის ფორმა. ამოავლეთ შაქარში.

8.საცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, მოატასვეთ ორცხობილა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.

იტალიური შაქრის ორცხობილაც მზად არის. დროა მოადუღოთ საყვარელი ჩაი და ისამოვნოთ მიღებული შედეგით. გემრიელად მიირთვით!