ამ საოცარი დღესასწაულისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. თუ თქვენ კულიჩის ცხობა აქამდე არ გამოგდიოდათ, დღეს თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უმარტივეს რეცეპტს. 20 ნიუანსი, რომელიც დაგეხმარებათ იდეალური კულიჩის მომზადებაში.
1.კულიჩს ტრადიციულად ხუთშაბათს ან შაბათს აცხობენ. წმინდა პურის გამოცხობისას უნდა დამშვიდდეთ და გაინთავისუფლოთ თავი ცუდი აზრებისგან. ცომის ზელვისას არ შეიძლება ჩხუბი, ნერვიულობა და სიჩქარე.
2.ღუმელი უნდა გაახუროთ წინასწარ. საფუარიან ცომს არ ყვარს სიცივე.
3.რათა კულიჩი გამოვიდეს იდეალური, უნდა გამოიყენოთ ცოცხალი საფუარი.
4.ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
5.უმჯობესია ფქვილი რამდენიმეჯერ კარგად გაცრათ.
6.უმჯობესია კულიჩისთვის გამოიყენოთ ოჯახის კვერცხი. იდეალურია თუ გული კვერცხს სტაფილოსფერი აქვს.
7.შეგიძლიათ კულიჩს დაუმატოთ მშრალი ხილი და სხვა ტკბილეული.
8.რათა ცომი მალე ამოვიდეს, ზემოდან დააფარეთ ნამიანი პირსახოცი და მოათავსეთ თბილ ადგილას.
9.ლულიჩს დაუმატეთ ქიშმიში და ციტრუსის გახეხილი ქერქი.
10.ცომი აუცილებლად მოიზლეთ ხელით. ეს პროცესი წაგართმევთ 15 წუთს.
11.გამოსაცხობი ფორმა მოამზადეთ წინასწარ. დააფინეთ ქაღალდი ან წაუსვით კარაქი.
12.მზა ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად. ფორმის მესამედი ამოავსეთ ცომით. ცომი ცოტახანი დაასვენეთ ფორმაში და შემდეგ დაიწყეთ ცხობა.
13.ღუმელში მოათავსეთ ჯამი წყლით. ასე კულიჩი მიიღებს მეტ სირბილეს. არ გააღოთ ღუმელი ცხობისას.
14.რათა ცომი შეიწვას თანაბრად, მის ცენტრში მოათავსეთ ხის წკირი.
15.თუ კულიჩი კარგად არ გამოცხვა, ფოლგას წაუსვით კარაქი, დააფარეთ კულიჩს და გააგრძელეთ ცხობა.
16.მინანქარი მოამზადეთ შაქრის ფხვნილისგან, გაგრილებული ცილისგან და ლიმონის წვენისგან.
17.ცივ კულიჩს მოასხით მინანქარი.
18.ქიმიური საღებავების ნაცვლად გამოიყენეთ ბუნებრივი.
19.ზემოდან მოაყარეთ გამომშრალი ხილი.
20.თუ კულიჩი მომზადებული სწორად, მეორე დღეს იქნება ახალივით.
გემრიელად მიირთვით და მრავალს დაესწარით!