ძალიან გემრიელი და ფაფუკი ფუნთუშები “ხოკაიდო”.
ეს იაპონური დესერტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 400გ
- მშრალი საფუარი 10გ
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- რძე 100მლ
- კვერცხი 1 ცალი
- კარაქი 20გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- რძე 60მლ
- ხორბლის ფქვილი 20გ
წასასმელად
- კვერცხის გული 1 ცალი
- წყალი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- ტაფაზე დაასხით რძე და მოაყარეთ ფქვილი.
- მოხარშეთ მასა საშუალო ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ.
- 1-1,5 წუთში მასა შესქელდება.
- გადმოიტანეთ ტაფიდან და მოათავსეთ ჯამში, გასაგრილებლად.
- ამასობაში ცალკე ჯამში ჩაასხით რძე.
- დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქარი, მოურიეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
- ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ ფქვილის მასას.
- შემდეგ დაუმატეთ რძის მასა და მოზილეთ ცომი.
- თავდაპირველად მოზილეთ ნიჩბით, ხოლო ფქვილიან მაგიდაზე გადატანის შემდეგ ხელით.
- როცა ცომი არარ იქნება წებოვანი, დაუმატეთ კარაქი.
- გააგრძელეთ ცომის დამუშავება, საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი.
- ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
- ცომი გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ ნაჭერი და 1 საათი მოათავსეთ თბილ ადგილას.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით ნაწილებად (მე გავყავი 8 ნაწილად).
- ცომის ნაწილები გააბრტყელეთ მრგვლად შეუკეცეთ გვერდები.
- დაამუშავეთ თითებით და დაახვიეთ რულეტისებურად.
- დააფიქსირეთ კუთხეები.
- ფორმირებული ცომი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
- დააფარეთ პაკეტი და დატოვეთ 15-20 წუთი.
- წაუსვით წყალში გახსნილი კვერცხის გული.
- გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთი.
- გამოიღეღ ღუმელიდან, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ გაგრილებას.
გემრიელად მიირთვით!