იაპონური კულინარია მუდამ საინტერესოა. მათ შეუძლიათ უბრალო კერძი დელიკატესად აქციონ. ძალიან მიყვარს მათი კულტურა და კულინარა.
ეს დესერტი გამოდის ძალიან ნაზი და ფაფუკი.
ინგრედიენტები
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 1 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
- ხორბლის ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
- შაქარი 20გ
- ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი.
მომზადება
- განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ რძესთან, მარილთან, ვანილთან და ფქვილთან ერთად. მასა უნდა გამოგივიდეთ არაჟნისებური.
- ათქვიფეთ ცილა ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად.
- ცილას დაუმატეთ კვერცხის გული. უნდა მიიღოთ კრემისებური მასა.
- შეწვით ტაფაზე 15 წუთი თითოეული მხრიდან.
- გემრიელად მიირთვით!