ამ რეცეპტის დახმარებით, თქვან საოცარდ მადისაღმძვრელი ბლინების მომზადებას შეძლებთ. დესერტი გამოდის უგემრიელესი და ურბილესი. მათ მოსამზადებლად დაგვჭირდება ჩვეულებრივი ტაფა.
ინგრედიენტები
- 3 ცილა
- 1 გული
- 150მლ მჟავე რძე
- ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 125გ ფქვილი
- ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი
- 1/4 ლიმონის გახეხილი ქერქი
- ნახევარი ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
მომზადება
აიღეთ ღრმა ჯამი და ჩაასხით რძე. დაუმატეთ კვერცხის გული, ლიმონის ქერქი, გამღვალი კარაქი და კარგად მოურიეთ.
ფქვილს დაუმატეთ სოდა, საცხობი ფხვნილი და ნელ-ნელა შეუერთეთ თხევად მასას.
მოზილეთ ცომი.
ცალკე ჯამში მოათავსეთ ცილა და ლიმონის წვენი.
დაიწყეთ თქვეფა, მოაყარეთ შაქარი, ათქვფეთ მანამ, სანამ არ აქაფდება.
ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ ცილა მთავარ მასას.
შედეგად უნდა მიიღოთ ფჰაეროვანი მასა.
გააცხელეთ ტაფა და მოათავსეთ ცომი.
ბლინები შეწვით მინიმალურ ცეცხლზე, როცა ერთი მხარე დაიბრაწება გადმოაბრუნეთ, დააფარეთ ტაფას თავსაფარი და დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
გემრიელად მიირთვით!