უკვე დროა მოვემზადთ ცივი დღეებისთვის და დავიწყოთ ტკბილი დესერტების მომზადება.
ინგრედიენტები
- 400გ ფქვილი
- 120გ შაქარი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 80გ კარაქი
- 2 კვერცხი
- ფორთოხლის ქერქი
- 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- ვანილი
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- 1 ცილა
- 220გ შაქის ფხვნილი
მომზადება
1.ჯამში მოათავსეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, ფორთოხლის ქერქი, ვანილი და თაფლი.
2.ჯამი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და გაალღვეთ.
3.გადმოიტანეთ წყლის აბაზანიდან, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
4.მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
5.ცომი შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.
6.გააბრტყელეთ ცომი.
7.ამოჭერით სასურველი ფორმები.
8.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და დაალაგეთ ამოჭრილი ფორმები.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.
9.მორთეთ მზა ორცხობილები მინანქრით. მის მოსამზადებლად შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ 1 ცილასთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!