კარგად დანამული თაფლის ტორტი ნაღებისა და არაჟნის კრემით.
ტორტი გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი.
ეს დესერტი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრევბის ფავორიტია, ამიტომაც მას ხშირად ვამზაადებ.
ინგრედიენტები
ფირფიტებისთვის
- ხორბლის ფქვილი 230გ
- თაფლი 50გ
- კარაქი 50გ
- შაქარი 100გ
- კვერცხი 1 ცალი
- სოდა 1 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- შაქრის ფხვნილი 100გ
- ნაღები 30% 200გ
- არაჟანი 20% 450გ
მომზადება
პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი
- თაფლი და კარაქი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
- ურიეთ და დაელოდეთ გალღობას.
- დაუმატეთ სოდა, მასა მიიყვანეთ კარამელისებურ ფერამდე.
- ეს პროცედურა წაგართმევთ 10 წუთს.
- გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ გაგრილებას.
- ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი.
- ათქვიფეთ აქაფებამდე.
- კვერცხის მასა ნელ-ნელა დაუმატეთ გაგრილებულ თაფლის მასას.
- მოურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
- ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომი უნდა გამოვიდეს წებოვანი.
- შეფუთეთ ჯამი და დაასვენეთ ცომი 10 წუთი.
- მაგიდა დაამუშავეთ ფქვლით და გადაიტანეთ ცომი.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 6 ნაწილად.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
- ქაღალდით ამოფენილ ფორმაზე მოათავსეთ 2 ფირფიტა და დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 5-6 წუთი.
- ამ მეთოდით გამოაცხვეთ ფირფიტები.
- მზა კორჟები გაუტოლეთ ერთმანეთს, მოაჭერით ზედმეტი ნაწილები.
- მოჭრილი ნაწილები შეინახეთ გასაფორმებლად.
მოვამზადოთ კრემი
- თავდაპირველად გამოწულეთ არაჟანი.
- არაჟანი მოათავსეთ მარლაზე, ქვეშ დაუდგით ჯამი და მოათავსეთ მაცივარში.
- მზა არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ აქაფებამდე 4-5 წუთი.
- ცივი ნაღები ათქვიფეთ აქაფებამდე.
- არაჟნის მასას ფრთხილად დაუმატეთ ნაღების მასა.
- კრემი გამოდის ძალიან ფაფუკი და რბილი.
ააწყვეთ ტორტი
- თეფშს წაუსვით ცოტა კრემი, მასზე მოათავსეთ პირველი კორჟი.
- კორჟს წაუსვით კრემი და ზემოდან დაადეთ მეორე კორჟი.
- ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი.
- დარჩემილი კრემით დაფარეთ მთლიანი ტორტი.
- ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ფირფიტა.
- ტორტი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
გემრიელად მიირთვით!