“ალ კარტოჩიო” იტალიური კერძია. იტალიაში ამა თუ იმ კერძის ნახევარფაბრიკატს ალუმინის ფოლგაში ახვევენ და აცხობენ.
ინგრედიენტები:
- 750 გ მოლუსკი ნიჟარით
- 750 გ მიდია ნიჟარით
- 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ხმელი მწარე წიწაკა
- 2 ს.კ. ოხრახუში
- 120 მლ მშრალი თეთრი ღვინო
- 750 გ მკვრივი პამიდორი
- 400 გ პატარა კალმარი
- 350 გ მდინარის კიბორჩხალა ნიჟარით
- 500 გ სპაგეტი
- მარილი
მომზადების წესი:
- მოლუსკები და მიდიები ნიჟარებიანად მოათავსეთ ცივ წყალში და 1 სთ დაალბეთ. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. სახელურიან ქვაბში საშუალო ცეცხლზე, წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და დაფშვნილი წიწაკა მოშუშეთ. ნიორი მოოქროსფრო რომ გახდება, დაასხით ღვინო და ადუღეთ აორთქლებამდე.
- დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.
- დაუმატეთ მოლუსკები, მიდიები და კიბორჩხალა. ქვაბს თავზე დააფარეთ და ნიჟარების გახსნამდე ადუღეთ. ნიჟარა, რომელიც არ გაიხსნება, გადააგდეთ. მომზადებულ მოლუსკებს ნიჟარის ნახევარი მოაცილეთ.
- მოხარშეთ სპაგეტი ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. ნახარშის ნახევარი საწებელს შეურიეთ.
- ფოლგის ან პერგამენტის ფურცლები 4-6 მოზრდილ ნაწილად დაჭერით. სიმყარისთვის შუაში გადაკეცეთ. თითოეულზე გადაანაწილეთ პასტა, მოასხით 2-2 ს.კ. ნახარში და მჭიდროდ მოუკარით თავი, თუმცა, ვიწრო საჰაერო ხვრელი დაუტოვეთ.
- გამოაცხვეთ 12-15 წთ, ვიდრე ორთქლს გამოუშვებდეს.
- თითო თეფშზე თითო პაკეტი მოათავსეთ.
დაე, სტუმრებმა თვითონ გახსნან.