ზღაპრულად გემრიელი და ფუმფულა უნგრული ვატრუშკა

555

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უჩვეულოდ გემრიელ ტკბილეულს. ვენგრული ვატრუშკა საღამოს მთელ ოჯახს ჩაის დასალევად შეკრებს.

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 10 გრ მშრალი საფუარი
  • 300 გრ რძე
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • მწიკვი მარილი
  • 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად
  • შაქრის ფხვნილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გრ ხაჭო
  • 3 ს/კ ქიშმიში
  • 1 ს/კ მანანის ბურღული
  • 5 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 2 კვერცხის ცილა
  • 1 ლიმონი გახეხილი ცედრა

მომზადების წესი:

  1. საფუარი თბილ რძეს დაუმატეთ და 10 წუთით გააჩერეთ, რომ საფუარი გააქტიურდეს.
  2. გაცრილი ფქვილი, შაქარი, კვერცხის გული და მარილი აურიეთ.
  3. ორივე ნარევი აურიეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ცომი დიდ ჭურჭელში ჩადეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას რამდენიმე საათით გააჩერეთ.
  4. ამოსული ცომი ფქვილ წასმულ მაგიდაზე გადაიტანეთ.
  5. შიგთავსისთვის: კვერცხის ცილა ათქვიფეთ. ხაჭო, შაქარი, კვერცხის გული, მანანის ბურღული, ქიშმიში, გახეხილი ლიმონის ცედრა აურიეთ. ბოლოს ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  6. ცომი რამდენიმე ნაწილად დაყავით.
  7. თითოეული ცომის ნაწილი მართკუთხა ფორმად გააბრტყელეთ და კვადრატებად დაჭერით.
  8. თითოეული კვადრატის შუაში ცოტა შიგთავსი მოათავსეთ.
  9. კვადრატების კუთხეები ცენტრისკენ გადაკეცეთ და დაამაგრეთ.
  10. ვატრუშკა ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  11. ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და დაახლოებით 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.
  12. ახლა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.
  13. მზა ვატრუშკას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!