ზეფირისგან მომზადებული ულამაზესი ყვავილები

844

ზეფირისგან ყვავილების მომზადება ძალიან მარტივი საქმეა. ხშირად ვაფორმებ ტორტებს ამ ლამაზი ყვავილებით.

ნებისმიერ დიასახლის შეუძლია მოამზადოთ.

დესერტი გამოდის ფაფუკი და უგემრიელესი.

ინგრედიენტები

  • 550გ ვაშლი
  • კვერცხი
  • 350გ შაქარი
  • 75გ წყალი
  • 8გ აგარ-აგარი ან 40გ უბრალო ჟელატინი

მომზადება

1.გამოაცხეთ ვაშლი ღუმელში, დაბალ ცეცხლზე ქერქის ამოფუებამდე. დააბლენდერეთ. მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე 5-6 წუთი. გადაიტანეთ თეფშზე, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

2.დილით მიქსერით ათქვიფეთ პიურე 100გ შაქართან და ცილასთან ერთად.

3.ამასობაში ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 250გ შაქარი, აგარ-აგარი. ამ ინგრედიენტებისგან მოადუღეთ სიროპი. ვიზუალურად უნდა იყოს მუქი შესქელებული მასა. თუ გაქვთ სამზარეულოს თერმომეტრი, მაშინ 110 გრადუსამდე მიიყვანეთ.

4.მზა სიროპი დაუმატეთ ვაშლის პიურეს. ათქვიფეთ მიქსერით 3 წუთი. გააგრილეთ და ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში. დაიმახსოვრეთ, რომ ზეფირი სტაბილიზირდება 40 გრადუსზე.

ამ მასალას შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ფორმა.