მარტივი დესერტების რეცეპტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართლაც მოსახერხებელია გემრიელი დესერტის – 10 წუთში მომზადება. ერთი ასეთი რეცეპტი მეც მაქვს შემონახული და დღეს მინდა შემოგთავაზოთ.
მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ ღუმელი. მოდით დავიწყოთ!
ინგრედიენტები
- ბანანი 1 ცალი
- ვაშლი 1 ცალი
- შაქარი 85გ
- კვერცხი 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 60მლ
- რძე 100მლ
- ხორბლის ფქვილი 150გ
- გამაფხვიერებელი 12გ
- თეთრი ღვინის ძმარი 1 სუფრის კოვზი
- კარაქი 10-20გ
- მარილი
- ვანილი 10გ
მომზადება
1.დაჭერით ვაშლი და ბანანი. ღრმა ტაფა დაამუშავეთ კარაქით, მოყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და გადაანაწილეთ ხილი.
2.ცომისთვის 60გ შაქარს დაუმატეთ კვერცხი, ზეთი, ვანილი, მარილი და ათქვიფეთ.
3.ჩაასხით რძე და მოურიეთ. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი. ბოლოს დაუმატეთ ძმარი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ თხევადი ცომი.
4.ხილს მოასხით ცომი და მოათავსეთ ტაფა ცეცხლზე 20 წუთი.
5.თეფშის დახმარებით გადმოაბრუნეთ დესერტი. მოამზადეთ კიდევ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!