ბელიაში, რომელიც მზადდება სულ რაღაც 30 წუთში ძალიან გემრიელი გამოდის.
მისი მომზადება უმარტივესია, თავად დარწმუნდით ამაში!
ინგრედიენტები
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 350გ
- კეფირი 0,5 ჭიქა
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- არაჟანი 0,5 ჭიქა
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- სოდა 0,5 ჩაის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
შიგთავსისთვის
- ნებისმიერი ფარში 400გ
- ხახვი 1 ცალი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
- დაუმატეთ არაჟანი და კეფირი.
- მოაყარეთ მარილი და შაქარი.
- მოასხით მცენარეული ზეთი.
- მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
- დაუმატეთ გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა.
- დაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.
- ცომი უნდა იყოს რბილი და ოდნავ წებოვანი.
- კარგად დაამუსავეთ ცომი.
- ცომს დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 15 წუთი.
- სანამ ცომი ფუვდება მოვამზადოთ შიგთავსი.
- ფარში მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- ხახვი გახეხეთ მსხვილად და დაუმატეთ ფარშს.
- მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
- თუ ფარში გამოვა მშრალი დაუმატეთ ცოტა წყალი.
- ამოფუებული ცომი გაყავით 3 ნაწილად.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 5მმ ბლინად.
- ფარში გადაანაწილეთ ცომზე და დაახვიეთ რულეტისებურად.
- კარგად დააფიქსირეთ ცომის კუტხეები.
- რულეტი გაჭერით 5 ნაწილად.
- მოჭრილი ნაწილებიც მწიდროდ დააფიქსირეთ და დაამრგვალეთ.
- მოაყარეთ ფქვილი და მოამზადეთ ფარშიანი ბურთულები.
- გააცხელეთ ზეთიანი ტაფა.
- შეწვით ორივე მხრიდან.
- მზა ბელიაში გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!