ზარმაცი გალუბცი: ეტაპობრივი რეცეპტი

1658

ზარმაცი გალუბცი არაფრით არ ჩამოუვარდება სტანდარტულს. კლასიკურთან შედარებით, ის უფრო სწრაფად და მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო
  • ბრინჯი 130-150გ
  • ფარში 700-800გ
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • კვერცხი
  • ხახვი 1 ცალი
  • 1 სტაფილო
  • პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 4 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • კამა
  • შავი წიწაკის მარცვლები 4-6 ცალი
  • 2 კბილი ნიორი
  • შავი დაფქული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

რაოდენობა: 6 ულუფა

მომზადება

1.მზადება დაიწყეთ ბრინჯის მოხარშვით. ქვაბში ჩაასხით ცივი წყალი. ჩაყარეთ ბრინჯი და 3-4 ჯერ გამორეცხეთ. მოხარშეთ ბრინჯი.

2.გასუფთავებული სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაჭერით საშულაო კუბიკებად. ტაფაზე გააცელეთ ზეთი, შეწვით ხახვი და სტაფილო. ზარმაცი გალუბცისთვის ნებისმიერი სახის ფარშის გამოყენება შეგიძლიათ.

3.კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით. ეცადეთ ძალიან არ დააქუცმაცოთ. დაჭრილი კომბოსტო ხელით ოდნავ მოჭყლიტეთ, რათა გახდეს მეტად ელასტიური.

4.ღრმა ჯამში მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეული, ფარში, ბრინჯი და კომბოსტო. დაუმატეთ შავი დაფქული წიწაკა და მარილი. დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.

5.სხვა ჯამში ჩაასხით წყალი, დაისველეთ ხელები და დაიწყეთ ფარშიც დამუშავება კატლეტის ფორმაზე.

6.მიღებული ნახევარფაბრიკატი მოათავსეთ ღრმა ფორმაში. წვენის სახით გამოიყენეთ ცხელ წყალში გახსნილი პომიდვრის პასტა. მოაყარეთ მარილი, შაქარი. გალუბცის მოასხით მომზადებული სოუსი. წვრილად დაჭერით ნიორი და წიწაკის მარცვლებთან ერთად მოაყარეთ კერძს. დააფარეთ თვზე და გამოაცხვეთ 180-185 გრადუსზე 35-37 წუთი.

გემრიელად მიირთვით!