ზამთარში მწვანილში ზედმეტი რომ არ გადაიხადოთ, ასე გააკეთეთ

7816

მწვანილის გაყინვა ზამთრისთვის: როგორც ამბობენ, მარხილის მომზადება ზაფხულში უნდა დაიწყოთ! ამ შემთხვევაში Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ზამთრისთვის მწვანილი მოიმარაგოთ, რომ გემრიელი კერძები არომატული ოხრახუშით, კამით და მწვანე ხახვით მოამზადოთ!

როგორ შევინახოთ მწვანე ხახვი ზამთრისთვის

1. გამდინარე წყალში გარეცხეთ და კარგად გააშრეთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორი ტექნოლოგიით გაყინული ხახვი საყინულეში 6 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ. ამ მიზეზით ეტაპებს არ გადაუხვიოთ და რჩევებს მიჰყევით.

2. ფესვები მოაჭერით და გასაყინად მხოლოდ მწვანე ღერო დაჭერით.

პატარა რგოლებად დაჭერით, რომელიც მომავალში სალათისთვის ან მეორე კერძისთვის გამოგადგებათ.

3. მწვანე ხახვის გასაყინად შეგიძლიათ პლასტმასი, მაგალითად ბოთლი გამოიყენოთ.

ბოთლი მაღაზიაში შეიძინეთ ან რძის ბოთლი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ლითონის ან მინის ჭურჭელი ამ მიზნით არ გამოგადგებათ.

ხახვის ბოთლებში ჩაყრა რომ არ გაგიჭირდეთ, უბრალო პლასტმასის ძაბრი გამოიყენეთ. ასე ამოცანას გაამარტივებთ. სუფრაზე არაფერი დაიყრება და პირდაპირ ბოთლში მოხვდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: იმის ხარჯზე, რომ ხახვი წინასწარ კარგად გააშრეთ, ბოთლში უკეთ იყრება, ხოლო გადანაჭერი მთელი და ხელშეუხებელი რჩება. ამ მიზეზით ხახვი საყინულეში შენახვამდე უნდა გააშროთ.

4. ჭურჭელს თავი დაახურეთ და საყინულეში, ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახეთ.

მე–2 რეცეპტი: ოხრახუშის შენახვა ზამთრისთვის

1. ოხრახუში და კამა გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ. გაყინული მწვანილი შეგიძლიათ მზა კერძებში, სალათებსა და ბუტერბროდებში გამოიყენოთ.

მწვანილის გასაშრობად პირსახოცი გამოიყენეთ. პირსახოცი ზედმეტ წყალს იწოვს. ასე პროცესი ჩქარდება.

2. ოხრახუში დანით წვრილად დაჭერით. ასე ბევრ კერძში შეძლებთ გამოყენებას.

3. კამა დანით დაჭერით. ღეროები ორივე მწვანილის შემთხვევაში არ გჭირდებათ.

4. მწვანილი სპეციალურ ბოსტნეულის კონტეინერში ან სხვა ჭურჭელში შეინახეთ, რომელიც მოამზადეთ.

სპეციალური კონტეინერები ნებისმიერ თანამედროვე სუპერმარკეტში, სასარგებლო ნივთების განყოფილებაში იყიდება, საკმაოდ იაფი ღირს. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან კონტეინერი საყინულეში დიდ ადგილს არ იკავებს, ჰერმენტულია და საყინულე ლამაზად შეგიძლიათ მოაწყოთ. კონტეინერი სხვადასხვა ზომის არსებობს. თქვენი გემოვნებით აარჩიეთ. პირადად, ზამთარში მწვანილის მცირე ულუფების გამოღება მიყვარს.

მნიშვნელოვანია: მწვანილი თევზთან ან ხორცთან ერთად შეინახოთ. სჯობს მისთვის ცალკე ადგილი გამოყოთ, თუ ამის საშუალებას საყინულის ზომები გაძლევთ. ასევე შეგიძლიათ მწვანილი გაყინული ბოსტნეულის გვერდით შეინახოთ.