ხაჭოს კვერები – დღის გემრიელი დასაწყისის იდეალური გადაწყვეტაა. ვინც ამ რეცეპტით მომზადებული კვერები გასინჯა ყველა აღფრთოვანებული დარჩა. სცადეთ თქვენც.
ინგრედიენტები:
- ხაჭო – 500 გრამი
- კვერცხი – 2 ცალი
- პურის ფქვილი – 1 ჩაის ჭიქა
- კარაქი – 80 გრამი
- შაქრის ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი
- მურაბა ან არაჟანი – 1/2 ჩაის ჭიქა
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- დაფშვნილ ხაჭოში ჩავახალოთ 2 კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.
- მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი.
- დავყოთ კვერცხისოდენა გუნდებად.
- ფქვილმოყრილ მაგიდაზე გუნდები გავაბრტყელოთ თითის სისქეზე.
- დავაწყოთ წინასწარ გაცხელებულ კარაქმოსმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხარეზე.
- როცა კარგად შეწითლდება, დავაწყოთ დიდ თეფშზე. ზედ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და მოვასხათ მურაბა ან არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!