ვერზერე – მოლდოვური კომბოსტოს ხვეულები ბავშვობიდან

681

ეს კერძი მათთვისაა ვისაც არც კომბოსტოს და არც ფიგურის გაფუჭება არ უნდა. საქმე ცომის და გულსართის პროპორციულობაშია. ვერზერე ძალიან თხელი ცომისგან მზადდება, რომელშიც დიდი რაოდენობით მოთუშულ ბოსტნეულს ახვევენ. გამოდის გემრიელი, სასარგებლო და დაბალანსებულად კალორიული კერძი.

ვერზერე გამოდის უგემრიელესი, ხრაშუნა გარეკანით. თხელი თითქმის გამჭირვალე ცომი იდეალურად იჭერს ფორმას. გულსართისთვის კომბოსტო შეიძლება იყოს ცოცხალი და ასევე დამწნილებული. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, მოდით თამამად მოვამზადოთ ეს გენიალური კერძი.

ინგრედიენტები

  • მარილწყალი 1/2 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი 1/2 ჭიქა (მე 220გ ჭიქა მაქვს)
  • ფქვილი 2 ჭიქა (მე მაქვს 300გ(მოზილეთ აუჩქარებლად, ყველაფერი ფქვილის ნამიანობაზეა დამოკიდებული). გაითვალისწინეთ, რომ ჭიქაში არა 220გ, არამედ 140გ ფქვილი ეტევა.
  • შეურიეთ სამივე კომპონენტი და მოზილეთ რბილი ცომი. დააფარეთ პირსახოცი და დაასვენეთ 30 წუთი.

მომზადება

  1. მოვამზადოთ გულსართი. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ. გამოწურეთ დამწნილებული კომბოსტო და დაუმატეთ ხახვს. შეგიძლიათ წვრილად დააქუცმაცოთ ცოცხალი კომბოსტო, უბრალოდ ამ შემთხვევაში მეტხანს მოგიწევთ ბოსტნეულის მოთუშვა.
  2. ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად. მე დაახლოებით 12-14 ნაჭერი გამომივიდა. გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი და მიეცით ხვეულას ფორმა.
  3. გადაიტანეთ ფორმაზე და წაუსვით კვერცხი.
  4. გამოაცხეთ 20-30 წუთი 200 გრადუსზე.

დატკბით მზადების პროცესით და შედეგით!

გემრიელად მიირთვით!