ვაცხობ მზიან და ჰაეროვან მაფინებს დაკონსერვებული ატმით

1025

ვინ თქვა, რომ დესერტის მოსამზადებლად მთელი დღე უნდა დახარჯოთ? მაფინები დაკონსერვებული ატმით სწრაფი და გემრიელი დესერტის მაგალითია. ასეთი არომატული ტკბილეულის მომზადებას დამწყები მზარეულიც შეძლებს, თან 30 წუთზე მეტს არ დახარჯავთ.

ჰაეროვანი მაფინები ხილის შიგთავსით ნამდვილად ძალიან სწრაფად ცხვება. ცომი მარტივად მზადდება, შიგთავსი უკვე მზადაა, რადგან ატამი უბრალოდ ქილიდან უნდა ამოიღოთ. ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 10 მაფინი გამოვა. თუ გსურთ ნაზი დესერტი მთელი ოჯახისთვის გამოაცხოთ, რაოდენობა თამამად გაზარდეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 90 გ მზესუმზირას ზეთი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ დაკონსერვებული ატამი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 100 გ იოგურტი
  • 12 გ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. ლიმონის ცედრა წვრილ სახეხზე გახეხეთ. კვერცხი, მარილი და შაქარი აურიეთ, ლიმონის ცედრა დაუმატეთ და ათქვიფეთ.

2. მზესუმზირას ზეთი და ნატურალური იოგურტი დაუმატეთ. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. დაკონსერვებული ატამი ნაჭრებად დაჭერით. ცომი ცხიმწასმულ ფორმებში ჩაასხით. თითოეულს 3 ნაჭერი ატამი დაუმატეთ.

4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

არომატული დესერტი მზადაა! მაფინებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და მაგიდაზე გაიტანეთ. დესერტი ყველაზე პატარა ჭირვეულებსაც მოეწონებათ. ნაზი ცომი და წვნიანი ხილის შიგთავსი აუცილებლად მოეწონებათ. სწორედ ამიტომ, ორმაგი დოზის მომზადებას გირჩევთ. არ წააგებთ!