ამ ფუნთუშის რეცეპტი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში. მურაბა და ჯემი ამ ქვეყანაში ხომ დიდად ფასობს. მაშ ასე, შევუდგეთ უგემრიელესი დესერტის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- ვაშლი – 10 ცალი
- კვერცხი – 5 ცალი
- შაქარი – 100 გრამი
- მურაბა – 100 გრამი
- პურის ფქვილი – 1 კილოგრამი
- ერბო ან ზეთი – 350 გრამი
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ვაშლები გავფცქვნათ და გული ამოვფხიკოთ. გულმოცლილ ვაშლებში ჩავდოთ რომელიმე მურაბა ან ხილფაფა და ცალკე დავაწყოთ.
- გავაკეთოთ გოგლიმოგლი. ავურიოთ მასში იმავე კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა და იმდენი ფქვილი, რომ თხელი ფაფა მივიღოთ. დავუმატოთ საჭმელი სოდა და ამ ცომში მაშინვე ამოვავლოთ გაფცქვნილი, მურაბიანი ვაშლები და ჩავუშვათ ადუღებულ ერბოში ან ზეთში.
- ეს საბოლოო პროცედურა ცოტა მოუხერხებელია, რადგან კოვზით რომ ვაშლი ავიღოთ, ცომი დაიჭყლიტება და ფომას დაკარგავს. ამიტომ ასე მოვიქცეთ: თითოეულ ვაშლს ნემსით გავუყაროთ ძაფი და ცომში ამოვლებისას ძაფზე მოვკიდოთ ხელი, ხოლო ერბოში ჩადების დროს გავუშვათ ხელი და ვაშლი ჩავაგდოთ ქვაბში მოსახარშად.