ძალიან გინდათ ვაშლის ღვეზელი, მაგრამ, საკმარისი დრო და ენერგია არ გაქვთ?! გვესმის თქვენი!
აი უბრალო და სწრაფი რეცეპტი, რომელიც მთელს ოჯახს გაახარებს:
ინგრედიენტები:
- ზეთი – 45 მილიგრამი
- კარაქი – 1 სუფრის კოვზი
- ფქვილი – 100 გრამი
- გამაფხვიერებელი – 1 ჩაის კოვზი
- შაქარი – 100 გრამი
- არაჟანი – 85 გრამი
- ვაშლი – 2 ცალი
- კვერცხი – 1 ცალი
1. დაბალი კიდეების მქონე ფორმას დააფინეთ პერგამენტი. ფორმის კიდეები და პერგამენტი კარგად გაპოხეთ კარაქით. კარაქწასმულ ძირზე 20 გრამი შაქარი მოაყარეთ.
2. ვაშლები გარეცხეთ, გამოაცალეთ გული და რბილობი საშუალო ზომის ნაწილებად დაჭერით. ისინი ფორმის ძირზე, მოყრილი შაქარზე დაალაგეთ.
3. ცომისთვის აურიეთ შაქარი (80 გრამი) და ზეთი
4. დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი, არაჟანი და თქვიფეთ სანამ შაქარი არ გალღვება.
5. ფქვილი გამაფხვიერებელთან შეურიეთ.
6. აიღეთ საცხობ ფორმაზე დიდი დიამეტრის მქონე ტაფა, დაახურეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე 2 წუთით გააცხელეთ. ფორმა ტაფის ცენტრში ჩადევით და მყარად დაახურეთ თავსახური.
7. მოამზადეთ ყველაზე დიდ კამფორზე, თუმცა ძალიან დაბალ ცეცხლზე, აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი. ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან.
8. ღვეზელი ფორმაში 5 წუთი დატოვეთ, შემდეგ კი გადმოაბრუნეთ და გამოიღეთ ფორმიდან. ღვეზელი ზმად არის!
გემრიელად მიირთვით!