ვამზადებ ფაფუკ პეროგს ვაშლით და მშრალი კისელით

516

ბევრს კენკრის კისელის გემო ბავშვობიდან გვახსოვს. მისი სუნი შორეულ წარსულში გვაბრუნებს. უზრუნველ დროზე თბილი მოგონებები სულს ათბობს. სამწუხაროდ, კისელს ხშირად აღარ ამზადებენ, მაგრამ ეს გამოსწორებადია. თუ სასმელის მომზადება არ გსურთ, მაშინ სხვა ვარიანტი არსებობს.

მშრალი კისელი ხომ ტკბილეულის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. დესერტი უჩვეულოდ ფერადი და გემრიელი გამოვა. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის პეროგს ბეზეთი, რომლის სუნზე მეზობლები კარს მოგადგებიან!

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 140 გ კარაქი
  • 2 ჩ/კ არაჟანი
  • 0,5 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 80 გ მშრალი კისელი
  • 4 კვერცხი
  • 330 გ შაქარი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ვაშლი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ცივი კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. 150 გ შაქარი, არაჟანი, 4 კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. მიღებულ მასას კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ცომი მოზილეთ. ორ ნაწილად გაყავით (ერთი მეორეზე დიდი უნდა იყოს). პარკში გაახვიეთ და მაცივარში 30 წუთით შეინახეთ.

3. ბეზე მოამზადეთ. 4 კვერცხის ცილა 180 გ შაქართან ერთად ათქვიფეთ. მშრალი კისელი (კენკრის) და ვანილის შაქარი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად ათქვიფეთ.

4. ვაშლი თხელ ფირფიტებად დაჭერით და პეროგის გაფორმება დაიწყეთ. ფორმის ძირსა და გვერდებზე ცომის დიდი ნაწილი მოათავსეთ. დაჭრილი ვაშლები დაუმატეთ და ბეზეთი დაფარეთ.

5. მსხვილ სახეხზე ცომის პატარა გუნდა გახეხეთ და ზემოდან თანაბრად მოაყარეთ.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 80 წუთით აცხვეთ, სანამ არ შეწითლდება.

შედეგად, წარმოუდგენლად ნაზ პეროგს მიიღებთ, რომელიც პირში დნება. მშრალი კისელი სწრაფად შეიძინეთ, რომ არომატული დესერტი მოამზადოთ, რომლის რეცეპტს მეგობრები გამოგართმევენ.