ხორციანი ჩებურეკი ტაფაზე სწრაფად და მარტივად მზადდება. მთელი ხრიკი ნაზ და ელასტიურ ცომში, ასევე წვნიან შიგთავსშია! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ შინაურული ჩებურეკის სწრაფ რეცეპტს ოლღა მატვეის რეცეპტით. ოჯახის წევრები კმაყოფილები დარჩებიან. აუცილებლად სცადეთ, არ ინანებთ!
ინგრედიენტები:
- 100 მლ წყალი
- 2 ხახვი
- 300 გრ ფარში
- 2-3 კბილი ნიორი
- 30 მლ მცენარეული ზეთი
- 250 გრ ფქვილი
- 10 გრ მწვანილი
- 0,5 ჩ/კ წიწაკა, პაპრიკა და რეჰანი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ღრმა თასში მცენარეული ზეთი და წყალი ჩაასხით. ცოტა მარილი დაუმატეთ. ფქვილი წინასწარ კარგად გაცერით. ჰაერით გაამდიდრეთ, რომ უფრო მოცულობითი და რბილი ცომი მიიღოთ. ფქვილი თხევად მასას ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და აურიეთ. თითქმის შეკრული ცომი ხელით მოზილეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ფქვილი დაუმატეთ. ცომის ხელით მოზელას 5-6 წუთი სჭირდება.
2. ცომი ერთ გუნდად შეკარით, პარკში გაახვიეთ და მაცივარში ნახევარი საათით შეინახეთ.
3. ხახვი გათალეთ და წვრილად დაჭერით. ნებისმიერი ფარში გამოიყენეთ. მაგალითად, ღორის და ძროხის ხორცების ნარევი. ქათმის ხორცი უფრო სწრაფად იწვება. ნიორი პრესით ან დანით დააქუცმაცეთ.
4. ფარში, ხახვი და ნიორი აურიეთ. პაპრიკა, რეჰანი და შავი წიწაკა დაუმატეთ. მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ. პიკანტური გემოსთვის მწვანე ხახვი ან ხმელი კამა დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
5. ცომი ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და ნაჭრებად დაჭერით. დაახლოებით 7 ნაჭერი გამოვა. თითოეულით ბურთები გააკეთეთ, შემდეგ თხლად გააბრტყელეთ.
6. ბრტელი ცომის ერთ ნაწილს შიგთავსი წაუსვით (დაახლოებით 1 ს/კ), შემდეგ ცომის მეორე ნახევარი დააფარეთ. ხელით ჰაერი გამოუშვით, რომ ჩებურეკი შეწვისას არ დასკდეს. ცომის კიდეები რომ არ გაიხსნას, კუთხეებში ათქვეფილი კვერცხი წაუსვით, თუმცა ეს აუცილებელი არაა. ჩებურეკის კუთხეები შეაერთეთ და ზედმეტი ცომი მოაჭერით.
7. ჩებურეკი ორივე მხრიდან ბევრ მცენარეულ ზეთში კარგად გახურებულ ტაფაზე შეწვით. ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად შემწვარი ჩებურეკები ქაღალდზე დააწყვეთ.
ესეც ასე, შინაურული ჩებურეკები მზადაა. გემრიელად მიირთვით!