გიყვართ გემრიელი ბლითები? მაშინ არ დააყოვნოთ – კიდევ ერთი გემრიელი და მომხიბვლელი რეცეპტი გასტონომიისგან!
ტკბილი ბლითები
ინგრედიენტები:
- ერბო – 100 გრამი
- შაქარი – 3 სუფრის კოვზი
- პურის ფქვილი – 300 გრამი
- კვერცხი – 7 ცალი
- ლიმონი – 1/2 ცალი
- ღორის ქონი – 200 გრამი
მომზადების წესი:
- ჩავასხათ ქვაბში ნახევარი ლიტრი ნელთბილი წყალი, 100 გრამი ერბო, ლიმონის გახეხილი კანი და ლიმონის წვენი, ჩავუმატოთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 300 გრამი ფქვილი, შევდგათ ცეცხლზე და ვურიოთ იმდენს ხანს, სანამ ცომი ადვილად არ მოსცილდება ქვაბს.
- შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან, გავაცივოთ და ჩავახალოთ 7 კვერცხის გული. ვურიოთ სწრაფად. შიგვე ჩავუმატოთ 7 კვერცხის მაგრად ათქვეფილი ცილა.
- ეს ცომი სპეციალური გასანთლული ქაღალდის ძაბრით ჩავასხათ წინასწარ გამდნარ მდუღარე ღორის ქონში რგოლების სახით და მოხარშვის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.