გიყვართ შოკოლადი “ბაუნტი”? მაშინ აუცილებლად მოამზადეთ ტორტი, რომლის გემოც ძალიან ჰგავს საყვარელ ტკბილეულს.
ინგრედიენტები
ცომისთვის:
- 1 ჭიქა ფქვილი
- 150 გრ დარბილებული კარაქი
- 1 კვერცხის გული
- 100 გრ შაქარი
- 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
- 2 ს.კ. კაკაო
“ბაუნტისთვის”:
- 200 გრ ქოქოსის ფანტელი
- 1 ს.კ. შაქარი
- 6 კვერცხის ცილა
კრემისთვის:
- 200 გრ კარაქი
- 5 კვერცხის გული
- 4 ს.კ. შაქარი
- 1 ჭიქა რძე
- 2 ს.კ. კონიაკი
- ვანილი
მინანქრისთვის:
- 100 გრ შავი შოკოლადი
- 50 გრ კარაქი
მომზადება
- მოამზადეთ ცომი: შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი და კარაქი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.
- დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, დაასხით ცომის 2/3, დანარჩენი შეინახეთ საყინულეში.
- მოამზადეთ “ბაუნტი”: ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და ფრთხილად მოურიეთ.
- წაუსვით “ბაუნტი” ცომს.
- გამოიღეთ საყინულედან ცომი და დაახეხეთ “ბაუნტს”.
- შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათით.
- მოამზადეთ კრემი: გააცხელეთ რძის, კვერცხის გულისა და შაქრის ნაზავი სანამ მასა არ შესქელდება. შემდეგ გააცივეთ.
- ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ კრემს, ბოლოს დაუმატეთ კონიაკი.
- წაუსვით ტორტს კრემი და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
- ბოლოს მოასხით მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!