ბრიტანელმა მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ საჭმელი ადამიანის ყველაზე დიდი გატაცებაა. გემრიელ და ლამაზ დესერტს ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. რედაქცია ამას სრულად ეთანხმება და თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული მოამზადა: მსუბუქი დესერტი, რომლის გემო და გარეგნობა წარმოუდგენელ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სტუმრები და ახლობლები, რომელთაც გააოცებთ, თქვენ კულინარიული ოსტატობის გურუდ ჩაგთვლიან, არადა მის მოსამზადებლად მხოლოდ 5 მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. დესერტის მომზადებას ნახევარი საათიც არ სჭირდება, რაც ჩვენს დინამიურ, თანამედროვე სამყაროში არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ბანანის ნამცხვარი ღუმელში
ინგრედიენტები:
- 2 ბანანი
- 1 ფურცელი ფენოვანი ცომი
- 120 გრ პასტა Nutella (სხვა პასტაც გამოგადგებათ, მათ შორის შესქელებული რძე)
- 1 კვერცხი
- 150 გრ შოკოლადი
მომზადება:
1. 2 ბანანი 12 თანაბარ ნაწილად დაჭერით. ქერქი მოაშორეთ.
2. ცომი გააბრტყელეთ. ბანანი სიგანეზე დააწყვეთ. კიდიდან 3-5 სმ-ს დაშორებით ცომი ხილის ნაჭრის სიგანეზე ჩაჭერით.
3. პასტა ოდნავ შეათბეთ და თანაბარ ფენად ბანანს დაასხით.
4. ყველაფერი ერთგვარ რულეტად დაახვიეთ.
5. საცხობ ფორმაზე სილიკონის კექსის ფორმა მოათავსეთ და ირგვლივ ბანანის რულეტი შემოახვიეთ.
6. კვერცხი ათქვიფეთ და ნამცხვარს წაუსვით. კექსის ფორმაში შოკოლადი მოათავსეთ. დესერტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
7. ბანანის დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა
სუფრაზე თბილი დესერტი გაიტანეთ. შეგიძლიათ ნებისმიერი შოკოლადი და ხილი გამოიყენოთ, მაგრამ ბანანი საუკეთესოა, რადგან თერმული დამუშავების შემდეგ კარამელის გემოს იძენს.
ამ შეუდარებელი დესერტის მომზადება სცადეთ და შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ. რეცეპტის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.