თუ ამ ლამაზი ტორტისთვის 20 სმ დიამეტრის ფორმები არ გაქვთ, შეგიძლიათ ბისკვიტები სათითაოდ გამოაცხოთ ერთ ან ორ ქვაბში.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი
- 8 კვერცხის ცილა
- 200 გ შაქარი
- 1 ½ ჩ.კ. გახეხილი ლიმონის ცედრა
- 1/4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 2 ჭიქა (300 გ) დაფქული ნუში
- 120 გ ფქვილი
ნაღების კრემი
- 300 მლ რძე
- 100 გ შავი შოკოლადი (დაჭრილი)
- 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 2 კვერცხის ცილა
- 100 გ შაქარი
- 2 ს.კ. კირშვასერი (ალუბლის ლიქიორი)
- 1 ჭიქა (100 გ) ნუში (წმინდად დაფქული)
- 250 გ მარილიანი კარაქი (დარბილებული)
- 120 გ შაქრის პუდრი
მოსართავად
- 2 ს.კ. გარგარის ჯემი
- 1 ჩ.კ. წყალი
- 200 გ შაქრის პუდრი
- 2 ს.კ. კირშვასერი
- 60 გ შავი შოკოლადი (დამდნარი)
- 1 ჭიქა (100 გ) ნუშის ფანტელი (მოხალული)
ულუფა: 10-12
მომზადება: 1 საათი
ცხობა: 10-14 წუთი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტორტის საცხობი ფორმისთვის პერგამენტის ქაღალდისგან გამოჭერით 5 (20 სმ ) ფირფიტა.
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ შაქრის ფხვნილი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი.
- დაამატეთ ნუში და ფქვილი. მიღებული მასა 5 ფორმაში გაანაწილეთ.
- აცხვეთ 10-14 წუთის განმავლობაში. 5 წუთით ფორმაშივე გააჩერეთ, რომ ოდნავ შეგრილდეს. ბისკვიტები გადაიტანეთ ცხაურზე და პერგამენტის ქაღალდი მოაცილეთ. დაელოდეთ სრულად გაცივებამდე.
- ნაღების კრემი. 1 ჭიქა რძე ქვაბში ჩაასხით და წამოადუღეთ. დაამატეთ შოკოლადი. ურიეთ გადნობამდე. გადადგით.
- სიმინდის სახამებელი გადანახულ რძეში გახსენით, დაამატეთ კვერცხის ცილა და შაქარი. შეურიეთ შოკოლადიან რძეს და ათქვიფეთ. დააბრუნეთ ქურაზე და თქვიფეთ წამოდუღებამდე. გადმოდგით ქურიდან და გააგრძელეთ თქვეფა. მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს. კოვზით შეურიეთ ნუში და კირშვასერი.
- კარაქი თქვიფეთ, ვიდრე კრემისებურ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ შოკოლადის ნარევი და შაქრის ფხვნილი.
- ნამცხვრის ბისკვიტებიდან საუკეთესო ზედა ნაწილისთვის გადაინახეთ. ბისკვიტების ყოველ ფენას კრემი წაუსვით, საუკეთესო კი სულ ბოლოს დაადეთ.
- მორთვა. გარგარის ჯემი წყალში გააზავეთ და ბისკვიტის ზედა ფენას ფუნჯით გადაუსვით.
- პატარა ჯამში შაქარი და კირშვასერი აურიეთ და ნამცხვრის ზედა ფენას წაუსვით.
- შოკოლადის კრემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და 2 სმ-ის დაშორებით პარალელური ზოლები გაავლეთ. ჩხირით ცენტრიდან კიდისკენ და პირიქით, ხაზები გაავლეთ (ზედაპირი აბლაბუდასთვის უნდა დაიხატოს).
- გვერდები კრემით დაუფარეთ და მოხალული ნუში მოაყარეთ.
- დაჭერით და მიირთვით.