ერბოკვერცხი ბრინჯის ფლავით ჩემი მეუღლის საყვარელი კერძია

1491

კულინარიაში კვერცხს ფართო გამოყენება აქვს როგორც დამოუკიდებელი კერძების, ისე მეორე თავი კერძების, საუზმის, ცომეულის, ტკბილი კერძების და სხვ. დამზადებაში. დღეს “გასტრონომია” გასწავლით კვერცხის და ბრინჯისგან  მსუბუქი კერძის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 7 ცალი
  • ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა
  • ერბო – 3-4 სუფრის კოვზი
  • რძე – 2 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი, ლიმონის სიმჟავე და მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

კარგად ათქვეფილი კვერცხი დავასხათ ფართო ტაფაზე და შევწვათ ერბო კვერცხი ჩვეულებრივი წესით. 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი მოვხარშოთ და 3 ჩაის ჭიქა ცხელ, მარილიან წყალში, დავასხათ 2 სუფრის კოვზი ერბო, ზემოდან მოვაყაროთ ბრინჯის ფლავი და შევახვიოთ რულეტივით. ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი მოვშუშოთ ამდენივე ერბოში და გავხსნათ 2 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში. მივუმატოთ დამწვარი შაქარი, ცოტაოდენი ლიმონის მჟავა და მარილი. შევდგათ ნელ ცეცხლზე. სწრაფად ვურიოთ. კარგად რომ გაცხელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხლადვე მოვასხათ ბრინჯის ფლავის სატენით მომზადებულ ერბოკვერცხის რულეტს.

აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!