ამ ელეგანტური რულეტის გამოცხობა გარკვეულ ოსტატობას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ისეთია, რომ წვალებად ნამდვილად ღირს.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 6 კვერცხის ცილა
- 250 გ რაფინირებული შაქარი
- 2 ჩ.კ ლიმონის ახალგაწურული წვენი
- 1 ჩ.კ ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი
- მოსაყრელად: შაქრის პუდრი
გულსართისთვის:
- 180 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
- 3 ს.კ. შაქრის პუდრი
- 1-ის 1/2 ჩ.კ ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი
- 60 მლ ლიმონის მზა კრემი
- 250 გ მოცვი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის ფორმას (26X40 სმ) ზედაპირზე დაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მცირეოდენი ცხიმი წაუსვით.
- კვერცხის ცილა მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ, თანდათან დაუმატეთ შაქარი, თქვიფეთ მყარი ქაფის კონსისტენციამდე. შეურიეთ ლიმონის წვენი და ცედრა. ბეზე ბორმაში გადაიღეთ.
- აცხვეთ 20 წუთი, გააგრილეთ 10 წუთი.
- გულსართი: ნაღები, შაქრის პუდრი და ლიმონის ცედრა ჯამში ათქვიფეთ ღრუბლისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის მზა კრემი და მოცვი.
- მაგიდაზე სამზარეულოს ტილო დააფინეთ, რაფინირებული შაქარი მოაყარეთ. ბისკვიტი ტილოზე გადაიტანეთ და ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი.
- მთელ ზედაპირზე გულსართი წაუსვით, კიდეები 2 სმ დაიტოვეთ. ტილოთივე გადაახვიეთ. ნაკერის მხარე ქვემოთ მოაქციეთ და გააცივეთ 2 საათი. კუთხეები ჩამოაჭერით.
დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.