პელმენის მომზადება ალბათ ყველამ იცის, მაგრამ იდეალური ცომით ყველა ვერ მოიწონებს თავს.
ცომი ამ კერძის უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია მომზადდეს სწორად.
ინგრედიენტები
- 2-3 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა წყალი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი ძმარი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
მომზადება
1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი.
2.დაუმატეთ მცნრეული ზეთი და სუფრის კოვზი ძმარი.
3.ჩაასხით თბილი წყალი და ათქვიფეთ.
4.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, უნდა მიიღოთ ნაზი ცომი.
5.მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში.
6.დაიწყეთ მზადება.
გემრიელად მიირთვით!