ეკლერების ტრადიციული რეცეპტი, რომლისგანაც თქვენი სტუმრები თითებს ჩაიკვნეტენ

1105

ტკბილი ბავშვების გარდა, უფროსებსაც ძალიან უყვართ. ამიტომაც ეკლერები ყველასათვის ფავორიტი დესერტია. მათი მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია, რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ მიყვებით ჩვენს რჩევებს.

დღეს ჩვენ ტრადიციული რეცეპტის დახმარებით მოვამზადებთ ამ დესერტს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250მლ რძე
  • 100გ კარაქი
  • 150გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 4 კვერცხი

ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის

  • 400მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1,5 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 80გ შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

მოვამზადოთ ცომი

რძეს დაუმატეთ გამღვალი კარაქი, მარილი და გაცრილი ფქვილი. მასა გადაიტანეთ ქვაბში და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. ინტენსიურად ურიეთ ხის კოვზით ქვაბში არსებულ მასას. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას. თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ნელ-ნელა. საბოლოოდ უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი მასა.

მზა ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო პოლიეთილენის პაკეტი. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ტომრის ან პაკეტის მეშვეობით მოასხით პერგამენტზე ცომი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან, ძირის კუთხეში პატარა ნახვრეტი გააკეთეთ, რათა შემდეგ კრემით ამოავსოთ.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი

კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ. არ შეწყვიტოთ თქვეფა, ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და სახამებელი. კრემი 5 წუთი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე.

გააგრილეთ კრემი და ამოავსეთ ეკლერები. მოასხით გამღვალი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!