“დულსე დე ლეჩე” ყველა სუპერმარკეტსა და სასურსათო მაღაზიაში იყიდება, მას კარამელის გემო აქვს, რძით და შაქრით მზადდება. მაშ ასე, მოდით შევუდგეთ ტკბილი დესერტის მომზადებას.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 250 გ (2 ჭიქა) დაფშვნილი შოკოლადის ვაფლი
- 120 გ (1/2 ჭიქა) უმარილო კარაქი
- 1/2 ჩ.კ დაფქული კოჭა
გულსართისთვის:
- 2 ჩ.კ ჟელატინი სურენლოვანი დანამატების გარეშე
- 2 ს.კ წყალი
- 375 გ ნაღების ყველი, დარბილებული
- 50 გ (1/3 ჭიქა) შაქრის პუდრი
- 1 ჩ.კ ვანილის ესენცია (ექსტრაქტი)
- 250 მლ (1 ჭიქა) ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
- 250 მლ (1 ჭიქა) “დულსე დე ლეჩე” ( შესქელებული რძე)
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: შოკოლადის ვაფლის ნაფშვენები, კარაქი და კოჭა პატარა ჯამში მოათავსეთ და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ ნამცხვრის მრგვალ ფორმაში (25 სმ), რომელსაც გვერდები ეხსნება და დატკეპნეთ. გააცივეთ ერთი საათი.
- გულსართი: ჟელატინს წყალი დაასხით და მომცრო ცეცხლგამძლე ქვაბით დაბალ ალზე შემოდგით, წყალი ოდნავ უნდა დუღდეს, დროდადრო ურიეთ, რომ გაიხსნას.
- მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ ნაღების ყველი და შაქრის პუდრი. მიიღეთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასა. დაუმატეთ ვანილი და ჟელატინი, ისევ ათქვიფეთ, ერთმანეთს კარგად რომ შეერიოს.
- ნაღები მომცრო ჯამში ათქვიფეთ მყარ კონსისტენციამდე და შემდეგ ნაღების ყველს ფრთხილად დაუმატეთ.
- მომზადებულ ბისკვიტს გულსართის ნახევარი წაუსვით. ზედაპირზე “დულსე დე ლეჩე” მოასხით და დარჩენილი შიგთავსი გადაუსვით. გააცივეთ 3 საათი. უნდა გამკვრივდეს.
- დარჩენილი “დულსე დე ლეჩე” სახელურიან პატარა ქვაბში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე შეათბეთ. ურიეთ, ვიდრე ოდნავ გათხელდება. გადმოდგით და 10 წუთი შეაგრილეთ. შემდეგ ჩიზქეიკს დაასხით და პატარა დანით ზედაპირზე ტალღები გაუკეთეთ.
- 4 საათზე მეტხანს გააცივეთ, რომ გამყარდეს. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.