“გასტრონომიას” რედაქციას არაერთხელ შემოუთავაზებია შვრიის ნამცხვრის სხვადასხვა რეცეპტები, თუმცა, არასოდეს გვიხსენებია, რომ მისი სამშობლო შოტლანდიაა. სწორედ გულადმა და თავისუფლების მოყვარულმა შოტლანდიელებმა გამოიგონეს პირველად შვრიის ნამცხვარი XVII საუკუნეში. შეურიეთ დაფქული შვრია და წყალი და გახურებულ ქვებზე გამოაცხვეს.
დღეს შვრიის ნამცხვრები ასეთი ასკეტური უკვე აღარ არის, მაგრამ თამამად შეიძლება ჯანსაღი კერძების სიას მიეწეროს. ვიტამინები, ამინომჟავები, მინერალები – აი, რითია მდიდარი შვრია. დაამატეთ შავი ქლიავის ჩირი და სელი – მიიღებთ უგემრიელეს და სასარგებლო ხემსს ჩაისთან ერთად.
შავი ქლიავიც და სელიც დადებითად ზემოქმედებს კუჭნაწლავის მოქმედებაზე: ეწინააღმდეგება შეკრულობის წარმოშობას, წმენდს და რბილად ასტიმულირებს კედლებს.
ინგრედიენტები
- 50 გრ კარაქი
- 50 გრ შაქარი
- 100 გრ შვრიის ფანტელი
- 1 კვერცხი
- 75 გრ ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 60 გრ შავი ქლიავის ჩირი
- 10 გრ სელის თესლი
მომზადება
1. ცოტა ხნით დაასხით მდუღარე წყალი შავი ქლიავის ჩირს. შემდეგ გაატარეთ ან წვრილად დაჭერით.
2. დარბილებული კარაქი შეურიეთ შაქართან და კვერცხთან. დაამატეთ ჩირი, შვრიის ფანტელები და სელის თესლი. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ ნარევს. მოზილეთ ცომი, დააფარეთ პიირსახოცი და დატოვეთ 30-60 წუთით.
3. დაყავით ცომი 8 ნაწილად, გააბრტყელეთ მრგვალად. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. მოათავსეთ ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
თუ გსურთ გემოს გამრავალფეროვნება, შეგიძლიათ დაამატოთ კარდამონი, დარიჩინი, თხილი, ლიმონის ცედრა. მოკლედ, როგორც მოისურვებთ. შეინახეთ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს!