დესერტები ყველასთვის,საყვარელი ყავისგან

1352

ჩვენი საუკუნე ნამდვილად ყავის მოყვარულ ადამიანებს ეკუთვნით. ზოგს ვერ წარმოუდგენია დილა მის გარეშე, ბევრს ყავის გემო ძალიან უმაღლებს განწყობას. ამავდროულდ დამტკიცებულია, რომ ხსნადი ყავა თვისებებით სულაც არ ჩამოუვარდება ნალექიანს. ყავას კულინარიაშიც ძალიან ხშირად იყენებენ.

კლასიკური რეცეპტის მიხედვით მომზადებულ ყავას იყენებენ ტირამისუსა და ტორტის ბისკვიტების მოსამზადებლად. ყავის დესერტი გამოდის საოცრად გემრიელი და არომატულუ. თუ თქვენ მოგწონთ ყავა, ჩვენ შემოგთავაზებთ მისგან მომზადებულ საოცარ დესერტებს.

ყავის ფენქეიქი

ინგრედიენტები
  • 250მლ რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 30გ კარაქი
  • 240გ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
  • მწიკვი მარილი
მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ შაქარი, ყავა, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. გაალღვეთ კარაქი, მასში ჩაასხით რძე და კვერცხი. კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ორივა მასა გააერთიანეთ და ათქვიფეთ მიქსერითან ხელის სათქვეფით. მშრალ ცხელ ტაფაზე სუფრის კოვზით მოათავსეთ ცომი. როგორც კი წარმოიქმნება ბუშტუკები, მაშინვე გადმოაბრუნეთ მეორე მხარეს.

3.ფენქეიქები მოამზადეთ მათ გაყავისფრებამდე. მათი მირთმევა შეგიძლიათ საყვარელ სოუსთან ერთად. რაც მთავარია სოუსმა არ უნდა დაჩრდილოს ყავის გემო. ეს რეცეპტი გათვლილია 2-3 ულუფაზე.

ყავის ნამცხვრები

ინგრედიენტები
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი რზე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,25 ჩაის კოვზი საცხობი სოდა
  • 0,25 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით
მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ რძე და ვანილი. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა. მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ყავა და მთლიან მასას კარგად მოურიეთ.

2.თქვენ გამოგივათ რბილი და ერთგვაროვანი მასა. მისგან ჩამოაყალიბეთ 3სმ დიამეტრის მქონე, ყავის მარცვლის მსგავსი ნაჭრები. მზა ფორმებს კბილის ჩხირით ჩააჭირეთ ცენტრში, რათა უკეთ დაემსგავსოს ყავის მარცვალს.

3.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 7-8 წუთის განმავლობაშ. მზა დესერტი არის სასიამოვნო ყავისფერი და საოცრად არომატული. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ერთად.

ტუნისის ჰალვა

ინგრედიენტები
  • 100გ ხსნადი ყავა
  • 450გ შაქარი
  • 250გ თხილი
  • 250გ კარაქი
  • 5 კვერცხის გული
  • ვანილი გემოვნებით
მომზადება

1.გაალრვეთ შაქარი მის კარამეზილებამდე. შეწვით თხილი და დაუმატეთ კარამელიზირებულ შაქარს. თხილი და შაქარი ერთად მოთუშეთ. გააგრილეთ და ათქვიფეთ ბლენდერით. ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი, ყავა და ვანილი.

2.მიღებული მასას დაუმატეთ დაფქული თხილი, მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ მასის შესქელებამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ კარაქი. მოურიეთ, მოათავსეთ ფორმაში და გააგრილეთ.

ყავის ბისკოტი თხილით

ინგრედიენტები
  • 300გ ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა
  • 60გ ნუში
  • 60გ ნიგოზი
  • 3 კვერცხი
  • 1 ფორტოხალი
  • 120გ შაქრის ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
მომზადება

1.გათალეთ ფორთოხალი, ნიგოზი დაჭერით მსხვილად. ღრმა ჯამში აურიეთ ერთმანეტს მშრალი ინგრედიენტები და ასევე დაუმატეთ ნიგოზი. კვერცხი და ფორთოხლის ქერქი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს.

2.გამოსაცხობ ქაღალდს მოაყარეთ ფქვილი. მზა ცომს მიეცით პურის ფორმა, ცომთან შეხებისას აუცილებლად გამოიყენეთ ფქვილი.

3.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი დესერტი გააგრილეთ და დაჭერით, მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ დამატებით 8 წუთი ღუმელში.

ყავის პანაკოტა

ინგრედიენტები
  • 180მლ არაჟანი 15%
  • 150მლ რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 4 ჩაის კოვზი შაქარი
  • 20გ ჟელატინი
  • 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
მომზადება

1.ჟელატინს დაასხით ერთი სუფრის კოვზი წყალი. ყავას დაუმატეთ რძე, მოათავსეთ ცეცხლზე და აადუღეთ. ხელის სათქვეფით ათქვიფეთ კვერცხის გული, თქვეფისას ჩაყარეთ შაქარი და ჩაასხით ცხელი რძე.

2.ქვაბი მოათავსეტ ნელ ცეცხლზე და ურიეთ. როდესაც მასა შესქელდება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან. ქვაბში ჩაასხით ჟელატინი, ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3.გააგრილეთ მასა, დაუმატეთ არაჯანი და კარგად აურიეთ. პანაკოტა მოათავსეთ ფიალებში და შეინახეთ მაცივარში 5-6 საათის განმავლობაშ. დესერტის ფიალიდან მარტივად ამოსაღებად მოათავსეთ, რამდენიმე წამის განმავლობაში ცხელ წყალში.

4.შემდეგ ფრთხილად ჩაატარეთ დანა მის კუთხეებში და პანაკოტა გადმოიტანეთ თეფშზე. თქვენ გამოგივათ 2 საშუალო ულუფა, რომელიც მირთმევამდე 30 წუთით უნდა შეინახოთ მაცივარში.

რათქმაუნდა აქ არ არის ყველა იმ დესერტის ჩამონათვალი, რომელიც მზადდება ყავით. ამ საოცარი ინგრედიენტით შეგიძლიათ გააფორმოთ ნებისმიერი დესერტი, რადგან ყავა ყოველთვის აქტუალური პროდუქტია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!