დედაჩემი კულიჩებს მხოლოდ ამ რეცეპტით აცხობს – დამიჯერეთ შეუდარებელია!

1366

სააღდგომოდ ძალიან მინდა კულიჩების გამოცხობა. დედაჩემი უკვე წლებია ამ რეცეპტს იყენებს, შედეგი ნამდვილად საოცარია!

დედაჩემს მეც ვეთანხმები, მარტივი, სწრაფი და ხემლისაწვდომი რეცეპტია, რაც მზადების პროცესს ძალიან ამარტივებს. ძალიან სწრაფად გავიდა დრო, 17 წლის წინ დღევანდელი დღესავით მახსოვს, როცა პირველად გავსინჯე დედის გამოცხვარი კულიჩი.

ინგრედიენტები

  • 1კგ ფქვილი
  • 400გ რძე
  • 10 კვერცხის გული
  • 100გ გაცრილი ფქვილი
  • 200გ კარაქი ან მარგარინი
  • 300გ შაქარი
  • 100გ ქიშმიში
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ლიმონი

მომზადება

1.საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ 100გ შაქარი და 200გ ფქვილი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.

2.დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული. ცილის მაწილი შეგიძლიათ მინანქრისთვის გამოიყენოთ. ასევე დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ფქვილი.

3.ცომის მოზელვის პროცესში დაუმატეთ ზეთი და კარაქი (ან მარგარინი). მოზილეთ ცომი 15 წუთი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური, რბილი, მაგრამ არა წებვადი.

მზა ცომს დააფარეთ ხელსახოცი და თბილ ადგილას დატოვეთ 40 წუთი.

4.დაამუშავეთ ფორმები. 1/3 აავსეთ ცომით ფორმა. დაელოდეთ მის ამოფუებას და შემდეგ დაიწყეთ ცხობა.

5.გამოცხობამდე წაუსვით რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

6.საფუარიანი კულიჩები მზად არის! მოასხით მინანქარი და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფქვილი ზუსტად 1კგ უნდა იყოს. ცხიმიც ცომის დამუშავების ბოლოს უნდა დაუმატოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა დიასახლისმა იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ.

კულიჩი უნდა გამოაცხოთ კარგ ხასიათზე ყოფნისაას, უნდა იყოთ მშვიდად. ასე ყველაფერი გამოგივათ!