დაბრაწული კომბოსტოს ღვეზელები: კეფირის ცომი ბუმბულზე მსუბუქია, შიგთავსი – უნაზესი

1445

ფაფუკი ცომი და უხვი წვნიანი შიგთავსი – იდეალური ღვეზელების ფორმულაა, რომლებიც ელვის სისწრაფით ქრება თეფშიდან. სწორედ ასეთი გამოდის კომბოსტოს ღვეზელი, რომლის რეცეპტსაც დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ.

კეფირზე მოზელილი ცომი მალე ამოდის, ამ დროის განმავლობაში შიგთავსის მომზადებასაც მოასწრებთ. რეცეპტი უნივერსალურია: კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის ნაცვლად შეგიძიათ გამოიყენოთ ფარში, ღვიძლი, კვერცხი და მწვანილი.

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფილი
  • 1 კვერცხი
  • 30 მლ წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. საფუარი
  • მარილი გემოვნებით
  • 500-600 გრ ფქვილი
  • 3-4 ს.კ. ზეთი
  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • ქონდარი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1. მცირე თასში შეურიეთ შაქარი, საფუარი და 1 ს.კ. ფქვილი.დაასხით თბილი წყალი და დადგით 10 წუთით.

2. ათქვიფეთ კვერცხი და 1 მწ მარილი. დაუმატეთ თბილი კეფირი და ზეთი, შემდეგ დაუატეთ საფუვრის მასა.

3. ნელნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი. ცომი რბილი და ელასტიური უნდა გამოვიდეს. დააფარეთ პოლიეთილენი და დადგით თბილ ადგილას.

4. მოამზადეთ შიგთავსი: დაჭერით კომბოსტო, სტაფილო და ხახვი რაც შეიძლება წვრილად. ჯერ ხახვი და სტაფილო მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და 2-3 ს.კ. წყალი. დაამატეთ მარილი, სუნელები, დაფნის ფოთოლი. დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 20-30 წთ. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და მოურიეთ.

5. გააბრტყელეთ ცომი, დაყავით ნაწილებად, გააბრტყელეთ სათითაოდ, ყოველში მოათავსეთ თით ს.კ. შიგთავსი და მოუჭირეთ კუთხეებს.

6. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან შებრაწვამდე. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედეტი ცხიმის მოსაშორებლად.

გაახარეთ ოჯახის წევრები გემრიელი ღვეზელებით, მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!