სახლში გამომცხვარ დესერტზე უარის თქმა ნამდვილად შეუძლებელია. ზაფხული მოდის და ფიგურასაც უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება. ამიტომ დაბალკალორიული დესერტზე რას იტყვით?
ამ დესერტის მოსამზადებლად არ დაგვჭირდება კვერცხი და კარაქი.
ინგრედიენტები
- ხაჭო 250გ
- ხორბლის ფქვილი 250
- შაქარი 10 ჩაის კოვზი
- შაქრის ფქვნილი 1-2 სუფრის კოვზი
- კეფირი 100გ
- ვაშლი 1-2 ცალი
- მარილი
- დარიჩინი
მომზადება
1.ხაჭო დააბლენდერეთ 9 ჩაის კოვზ შაქართან ერთად. გადაიტანეთ ჯამში, მოასხით კეფირი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი.
2.გაასუფთავეთ ვაშლი. დაჭერით. გააბრტყელეთ ცომი თხლად. დაჭერით კვადრატებად.
3.თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ვაშლი (მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი). შეაერთეთ კვადრატის ბოლოები.
4.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!