ეს რეცეპტი ეძღვნება იმ დიასახლისებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ძღომაზე უარი თქვან და სადღესასწაულო სუფრაზე რაიმე განსაკუთრებული მიიტანონ. ღირს მოიმარაგოთ ვაფლი, რათა მოამზადოთ შესანიშნავი დასატანებელი ქაშაყისგან.
ვაფლის ტორტის გაფორმება საკუთარი გემოვნებითაც შეგიძლიათ, თუმცა გასტრონომიას რედაქცია სადღესასწაულო ვარიანტს გთავაზობთ წითელი და შავი ხიზილალას გამოყენებით. სურვილისამებრ უკანასკნელი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზღვის წყალმცენარეების ხიზილალით.
ქაშაყის ტორტი ვაფლის ფირფიტებით
ინგრედიენტები:
- 6 ვაფლის ფირფიტა
- 1 ქაშაყი
- 300 ფრ შამპინიონი
- 100 გრ ხახვი
- 350 გრ სტაფილო
- 200 გრ მაიონეზი
- 100 გრ ხმელი ყველი
- 50 გრ კამა
- 200 გრ წითელი ხიზილალა
მომზადების წესი:
1.ხახვის ერთ თავს მოაშორეთ კანი და წვრილად დაჭერით.
2. დაჭერით შამპინიონები პატარა ფირფიტებად.
3.მოხრაკეთ მცენარეულ ზეთში ხახვი, შემდეგ კი ჩაამატეთ ტაფაში სოკო. ხრაკეთ ინგრედიენტები დაახლოებით 5 წუთი.
4.მოხარშეთ სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
5.დაჭერით ქაშაყის ფილე ნაჭრებად. შემდეგ კი ჩაყარეთ ბლენდერში და ჩაუმატეთ კიდევ ერთი დაჭრილი ხახვის თავი. დააქუცმაცეთ ეს ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
6. გადააქციეთ პიურედ დარჩენილი ხახვი და სოკო.
7. ახლა კი დროა ვაფლის ტორტის აწყობა დავიწყოთ. გადმოიტანეთ ქაშაყის პიურეს ნახევარი პირველ ფირფიტაზე და წაუსვით მას მაიონეზი.
8.დაადეთ მეორე ფენად ფირფიტა და ზემოდან დაალაგეთ სოკოს შიგთავსის ნახევარი. მაიონეზი მოასხით გულუხვად.
9. ვაფლის მესამე ფენაზე დაალაგეთ სტაფილოს ნახევარი და მაიონეზი.
10. გაიმეორეთ ამ სამი ფენის კომბინაცია კიდევ ერთხელ. შემდეგ კი სქლად წაუსვით გვერდებზე და ზემოდან მაიონეზი. მოათავსეთ მიღებული კერძი 3 საათით მაცივარში.
11. გააფორმეთ ტორტი გახეხილი ყველით, დაჩეხილი კამით და წითელი ხიზილალით.
თუ ჩვენი ინსტრუქცია გაუგებრად მოგეჩვენათ შეგიძლიათ ამ ვიდეოში იხილოთ ვაფლის ტორტის მომზადების დეტალური მასტერ-კლასი.
აუცილებლად მოამზადეთ ეს კერძი, რათა სადღესასწაულო სუფრა ყველა თქვენს სტუმარს დაამახსოვრდეს.