გრამი ფქვილის გარეშე. ნაზი ლიმონის ორცხობილა შაქრის ხრაშუნა ქერქით

272

მომზადების დიდი დრო, რომელიც ბევრ ძალას და ენერგიას გვართმევს, ერთ–ერთი მიზეზია, რატომ ვამბობ უარს გემრიელ შინ გამომცხვარ ორცხობილებზე. რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ ორცხობილის გამოსაცხობად მთელი დღის სამზარეულოში გატარება საჭირო არაა? ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ჩაიზე მისაყოლებლად არომატულ ლიმონის ორცხობილას ფქვილის გარეშე გამოაცხობთ.

ზომიერად ტკბილი დესერტი თქვენი ფავორიტი გახდება. პირველ რიგში, მის ცხობაზე ნახევარ საათზე მეტს არ დახარჯავთ. მეორეც, მისი გემო პირველივე ჩაკბეჩაზე გააოცებს მათაც, ვინც ტკბილი კერძების მიმართ გულგრილია.

როგორ მოვამზადოთ ლიმონის ორცხობილა ფქვილის გარეშე

ამ ნაზი დესერტის მოსამზადებლად ხორბლის ფქვილი არ დაგჭირდებათ. მის ნაცვლად მანანის ბურღულს გამოვიყენებთ. ეს ინგრედიენტი დაუმატეთ, რომ ელასტიური ერთგვაროვანი ცომი მოზილოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მუშაობის დაწყებამდე 15-20 წუთით უნდა მოიცადოთ. ამ დროში მანანის ბურღული გასივებას მოასწრებს.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 10 გ ლიმონის ცედრა
  • 40 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 220 გ მანანის ბურღული
  • 1 ს/კ ფორთოხლის ჯემი
  • 50 გ კეფირი
  • 50 გ მზესუმზირის ზეთი
  • 10 გ ვანილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 70 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, მარილი, ვანილი და შაქარი ათქვიფეთ. ჯემი და გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ. მანანის ბურღული და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

2. კეფირი და მზესუმზირის ზეთი ჩაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. 20 წუთით მაცივარში გააჩერეთ.

3. შაქრის ფხვნილი თეფშში ჩაყარეთ. ცომიდან პატარა ბურთები გააკეთეთ. შაქრის ფხვნილში ამოავლეთ.

4. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, ოდნავ ხელი დააჭირეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

ნაზი ორცხობილა ციტრუსის არომატით მზადაა. საყვარელი ჩაი მოადუღეთ ან ჭიქა თბილი რძე დაისხით და შინ გამომცხვარი დესერტის საოცარი გემოთი დატკბით.