გოგრის ცხობილა “ზებრა”, რომელიც ყველას გამოსდის

886

გოგრა – მშვენიერი საშემოდგომო პროდუქტია, რომელას საკონდიტრო ნაწარმებშიც ფართოდ იყენებენ. მისი ცხობილა “ზებრა” ნამდვილად გემრიელი და ლამაზი დესერტია.

ინგრედიენტები

  • 600გ გოგრა
  • 500გ ხაჭო
  • 240გ შაქარი
  • 100გ არაჟანი
  • 5 კვერცხი
  • 30გ სიმინდის სახამებელი
  • 20გ ვანილი

ინგრედიენტები

1.დაჭერით გოგრა და გამოაცხეთ.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ გოგრა, 2 კვერცხი, 15გ სიმინდის სახამებელი, ვანილი 10გ, 70გ შაქარი და ათქვიფეთ ბლენდერით.

3.ხაჭო ათქვიფეთ 2 კვერცხთან, 100გ შაქართან, 15გ სახამებელთან და 10გ ვანილთან ერთად.

4.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.

5.ახლა კი რიგ-რიგობით ჩაასხით 1 კოვზი ხაჭოს მასა და 1 კოვზი გოგრის პიურე ცენტრში. 100გ პიურე შემოინახეთ. ხის წკირით დაახატეთ ზოლები.

6.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 45 წუთი.

7.100გ პიურეს დაუმატეთ 100გ არაჟანი, 40გ შაქარი და 1 კვერცხი. ათქვიფეთ.

8.თითქმის მზა ცხობილას მოასხით მიღებული მასა და გამოაცხეთ 15 წუთი. გამორთულ ღუმელში ცხობილა დატოვეთ 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!