ამ ნამცხვარს დიდებული ფერი და ტექსტურა აქვს. ფორთოხლის მინანქარი მშვენიერ კონტრაქტს ქმნის გოგრისა და ხილის გემოსთან. ჩაისა და ყავას ძალიან უხდება.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 300 გ თეთრი ფქვილი
- 1-ის 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 -ის 1/2 ჩ.კ. გოგრის ღვეზელის სუნელი ან ბაჰარი
- 180 გ კარაქი
- 200 გ ყავისფერი შაქარი
- 2 ს.კ. სიმინდის (ოქროსფერი ) სიროფი
- 2 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
- 500 გ შერეული ხილის ჩირი
- 1 ჭიქა მოხარშული გოგრის ან ყაბაყის პიურე
- 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, წვრილად გახეხილი
მინანქრისთვის :
- 180 გ შაქარის პუდრი
- 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 2-ის 1/2 ს.კ. ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
- 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, წვრილად გახეხილი
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (20 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება მთელ ზედაპირზე ცხიმი წაუსვით და ძირზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
- ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი და ბაჰარი შეურიეთ ერთმანეთს.
- სახელურიან ქვაბში კარაქი, შაქარი და სიმინდის სიროფი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. დროგამოშვებით ურიეთ, ვიდრე გაიხსნება. მერე საშუალო ზომის ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხები, ჩირი, გოგრის პიურე და ფორთოხლის ცედრა. კარგად მოურიეთ. ფრთხილად შეაზილეთ ფქვილი. ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
- აცხვეთ 80-90 წუთი. ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ნამცხვარი მზად არის. 20 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ, ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ.
- მინანქარი: მომცრო ჯამში შაქრის პუდრი და დარიჩინი ერთმანეთს შეურიეთ, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და ცედრა. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გაგრილებულ ნამცხვარს თავზე მინანქარი მოასხით ისე, რომ გვერდებზეც ჩამოეღვენთოს. რამდენიმე წუთის შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.